კახა კალაძე - ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ არ მინახავს 26 მაისის ღონისძიებაზე

ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ არ მინახავს 26 მაისის ღონისძიებაზე,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ განმარტა, მიზანმიმართული კამპანია, რომ თითქოს ირაკლი კობახიძე სპეციალურად არ მივიდა ღონისძიებაზე, თითიდან გამოწოვილი თემაა.

„ჩვეულებრივი სპეკულაციებია. ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ მე არ მინახავს 26 მაისის ღონისძიებაზე. შესაბამისად, დღეს მიზანმიმართული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძე თითქოს სპეციალურად არ მოვიდა დღევანდელ ღონისძიებაზე, ეს არის თითიდან გამოწოვილი, თქვენს მიერ რაღაც აგორებული ე.წ. სკანდალი",- აღნიშნა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს