ბათუმის საქალაქო სასამართლო ქობულეთში 20 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს

ქობულეთში 20 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე, სასამართლო დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.
საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაია განიხილავს.
ცნობისთვის, გუშინ სამართალდამცავებმა 20 წლის ახალგაზრდას მკვლელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

























