ანრი ოხანაშვილი - თუ ოპოზიციის წარმომადგენლები არ მიიღებენ მონაწილეობას სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, ეს იქნება გამოვლინება, რომ ამ საკითხზე ინტერესს მხოლოდ კამერების წინ აფიქსირებენ

თუ დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები არ მიიღებენ მონაწილეობას სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, ან ნაკლები ინტერესი იქნება იმ მხრივ, რომ ამ შეხვედრაში მიიღონ მონაწილეობა, ეს იქნება იმის გამოვლინება რომ სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისინი მხოლოდ კამერების წინ აფიქსირებენ ინტერესს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ყველას, ვისაც ინტერესი აქვს შესთავაზეს, რომ სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით ცვლილებებზე ერთად იმსჯელონ.

„ორშაბათს მეორე მოსმენით საკომიტეტო მოსმენა გვექნება, თუმცა მანამდე ინტერესი იყო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, ასევე ოპოზიციის ინტერესი, რომ იქნებ კიდევ სხვა საკითხებზეც შევჯერდეთ, რომელიც მათ აწუხებთ. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, იქ, სადაც არსებობს ინტერესი, რომ საქმიანად ვიმსჯელოთ, არგუმენტები გავუზიაროთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვეყრდნობით საუკეთესო ეროვნულ მიდგომას, საერთაშორისო სტანდარტებს და ამ მიდგომაში ჩვენ გვაქვს მყარი და არგუმენტირებული პოზიციები. მისასალმებელია, არგუმენტირებული მსჯელობის შესახებ თუკი იქნება ასევე შემხვედრი ნაბიჯი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა