ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური - „აგროჰაბმა“მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს საჩუქრები გადასცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური - „აგროჰაბმა“მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს საჩუქრები გადასცა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში პირველმა ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტმა, „აგროჰაბმა“, მრავალშვილიანი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარა, - ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „აგროჰაბის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ირინა ონაშვილმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავში, თბილისსა და კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1992-93 წლების აფხაზეთის, სამაჩაბლოს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანთა მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო კალათები გადასცეს.

მათ, „აგროჰაბის“ სახელით, მადლობა გადაუხადეს ვეტერანებს სამშობლოს ერთგული სამსახურისა და იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გასწიეს.

„დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, გვინდოდა, სწორედ იმ ადამიანთა ოჯახებში მოვსულიყავით, ჩვენი პატივისცემა და სიყვარული გამოგვეხატა, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ყველაზე მეტი გაიღეს. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის, რადგან შევძელით, დღეს, ჩვენი მოკრძალებული საჩუქრებით გაგვეხარებინა შვიდი გმირი ადამიანის მრავალშვილიანი ოჯახი - ეს ულამაზესი ბავშვები. იმედი მაქვს, ყველას აგვისრულდება სანუკვარი სურვილი და მალე ვიხილავთ ჩვენს სამშობლოს ერთიანს და ძლიერს”, - განაცხადა ირინა ონაშვილმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჰიპერმარკეტ „აგროჰაბს“ ვეტერანების მიმართ გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„მთელ კომპანიას და მის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, წარმატებებს და ერთიან, ძლიერ საქართველოს ვუსურვებთ“,- ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.