საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ იური ქადარიას გარდაცვალების გამო ოჯახს მის აღზრდილებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამშენებლო ფაკულტეტი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები მწუხარებით იუწყებიან, რომ 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰიდრავლიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია IAHR და ამერიკის მეცნიერთა ასოციაცია Sigma Xi-ს წევრი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, პროფესორი იური ქადარია.
სტუ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იური ქადარია არის რამდენიმე გამოგონების ავტორი, მისი სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები თავმოყრილია 70-ზე მეტ შრომაში. მათ შორის, მონოგრაფიაში, მეთოდურ მითითებებსა და დამხმარე სახელმძღვანელოში.
„იური ქადარია დაიბადა 1947 წლის 10 თებერვალს. 1961-65 წლებში სწავლობდა ფოთის ჰიდრომელიორაციულ ტექნიკუმში „ჰიდრომელიორაციის“ სპეციალობით, ხოლო 1966-1972 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში „სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობის“ სპეციალობაზე.
1974 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჰიდრავლიკის კათედრაზე სხვადასხვა თანამდებობებზე ლაბორანტიდან პროფესორამდე.
1988-2005 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ხოლო 2005 წლიდან დღემდე, ჰიდროინჟინერიისა და სამშენებლო ფაკულტეტების გაერთიანების შემდეგ, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
იური ქადარიას მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები და მედალი კეთილსინდისიერი შრომისათვის. იყო მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მონაწილე, ასოციაციის და რედკოლეგიის წევრი. ასევე, იყო. დიდია მისი წვლილი საგანმანათლებლო პროგრამების ფორმირებაში. მისი მოწაფეები დღეს აღიარებული მეცნიერები და სპეციალისტები არიან. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სამძიმარს იური ქადარიას ოჯახს, მის აღზრდილებსა და კოლეგებს!
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი და მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!“ - ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























