პრეზიდენტის რეზიდენციასთან ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი და მოქალაქეები „მთავარი არხის“ ეზოში შეიკრიბნენ და პრეზიდენტის რეზიდენციამდე ფეხით მსვლელობით მივიდნენ.

აქციაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

მსვლელობისას ისმოდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

„ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი იყოს მოწოდების სიმაღლეზე, პრეზიდენტის ინსტიტუტმა საუბრის გარდა განახორციელოს ქმედებები და ეს ქმედება იქნება უკანონო პოლიტიკური პატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალება. მე წინასწარ ვერ ვიტყვი რას იზამს სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში, მაგრამ მისი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ველოდებით შეწყალებას და ეს იქნება სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, „ლელო - საქართველოსთვის” წევრმა ლევან სამუშიამ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს