პაატა მანჯგალაძე - დაჩქარებული წესით მიმდინარეობს საქართველოს  რეინტეგრაცია რუსულ ჭაობში - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს ოპოზიციური პარტიებიდან, აუცილებელია საგანგებო რეაქცია და ზომები

მივმართავ ჩვენს პარტნიორებს ოპოზიციური პარტიებიდან, ეს არის იმ მასშტაბის საგანგებო ვითარება ჩვენთვის, რომ აუცილებელია ჩვენი კუთხიდანაც საგანგებო რეაქცია და ზომები - გთავაზობთ, რომ საუბარი დავიწყოთ, თუ როგორ შეიძლება ყველა ერთად საქართველოს რუსულ სივრცეში რეინტეგრაციის პროცესს აღვუდგეთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ის რუსეთის ფედერაციის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოში უვიზო მიმოსვლასთან და ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ჰქონდა და საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით გადაწყვეტილება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მიიღო.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალიან საგანგაშო ინფორმაცია გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“, სადაც პირდაპირ საუბარი იყო, რომ დაჩქარებული წესით მიმდინარეობს საქართველოს რეინტეგრაცია რუსულ ჭაობში. პირდაპირ დოკუმენტურად დადასტურებულია და პუტინი ამაზე საუბრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ჰქონდა და საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით გადაწყვეტილება მიიღო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ რუსეთთან, ვგულისხმობ, ვიზების გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას. ვითარება მეგობრებო არის საგანგაშო. საგანგაშოა იმიტომ, რომ იქ წარმოდგენილი ადამიანი, ვინმე ვიგინდარა რომან ბოკერია საუბრობდა, რომ ის არის საქართველოს ეკონომიკური ელჩი რუსეთში, ანუ რაღაც დონეზე უკვე თითქოს ეკონომიკურ თანამშრომლობა დავიწყეთ და შემდეგ ეტაპი პოლიტიკური თანამშრომლობა იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს პროცესი არ არის მიმართული მხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადაგდებაზე, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

მიმართავ ჩვენს პარტნიორებს ოპოზიციური პარტიებიდან, ეს არის იმ მასშტაბის საგანგებო ვითარება ჩვენთვის, რომ აუცილებელია ჩვენი კუთხიდანაც საგანგებო რეაქცია და ზომები. ამიტომ გთავაზობთ, რომ საუბარი დავიწყოთ, თუ როგორ შეიძლება ყველა ერთად საქართველოს რუსულ სივრცეში რეინტეგრაციის პროცესს აღვუდგეთ. ეს არის ღალატის ქრონიკა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ამის ასე უბრალოდ გატარება, თითქოს არაფერი ხდება და არ შევიმჩნიოთ ნამდვილად არ შეიძლება. ვერ ჩავდგებით სირაქლემების პოზაში, საქართველო არის საფრთხის წინაშე. საგანგებო ზომები ნიშნავს იმის, რომ არ შეიძლება ასეთ დაჩქარებულ რუსულ ჭაობში რეინტეგრაციის პროცესის პირობებში ჩვენ მშვიდად ვიყოთ და ისე გავაგრძელოთ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა, როგორც აქამდე ვიყავით. დადასტურდა, რომ ღალატი არის სახეზე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერებს „სამარცხვინოები“ და „კაცუნები“ უწოდა.

„რა სამარცხვინოები ხართ, ქიცინისთვის სულში არ ჩაგეფურთხებინათ ჩვენი გმირებისთვის?

„რა სამარცხვინოები ხართ, 26 მაისის გარდა სხვა თარიღი ვერ იპოვეთ პუტინის კუდის ქიცინისთვის სულში არ ჩაგეფურთხებინათ ჩვენი გმირებისთვის?

პუტინმა პირდაპირ თქვა, საქართველოს მთავრობის თხოვნაზე გადავდგი შემხვედრი ნაბიჯიო. კალაძე და კობახიძე კი ატყუებენ ხალხს, პუტინმა წინა მთავრობა იგულისხმაო.

რა პატარა კაცუნები ხართ, გამოდით და თქვით, რომ რუსები ხართ და პუტინის ფრთებქვეშ ხედავთ საქართველოს მომავალს. ესაა თქვენი მშვიდობა და კეთილდღეობა, გამძღარი მონების და მშიერი ხალხის ქვეყანა?

პუტინი შეშლილებს უწოდებს თავისუფლების მოყვარე საქართველოს მოქალაქეებს, ვინც თქვენსავით გროშებზე არ ყიდის საქართველოს და მის თავისუფლებას.

ჰო, შეშლილები ვართ პუტინისთვის და თქვენთვის და საშოვარს დახარბებული ფარცხალაძისა და გაიაშვილის მსგავსი უსამშობლო ქართველი ხომ ნორმაა?

გამოდით კაცუნებო და თქვით, რომ მონები ხართ, რუსები ხართ და თავისუფლების მოყვარე ხალხი საგანგებო პასუხს გაგცემთ”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მან ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის ბოლო განცხადებებზეც და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ადგილისთვის კი არ უნდა იბრძოლოს, არამედ უნდა იბრძოლოს, რომ საქართველოს ღირსეული ადგილი ევროპაში და მსოფლიოში ჰქონდეს.

„მე მესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი წუხს, რომ შესაბამის პატივს არ მიაგებენ, მაგრამ სამწუხაროა, რომ საგანგებო პატივს არ მიაგებენ საქართველოს თავისუფლებას. 26 მაისს ვლადიმერ პუტინმა გიჟად გამოაცხადა ყველა ის ადამიანი, რომელმაც პროტესტი გამოთქვა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგ. საქართველოს თავისუფლება პუტინისთვის არის სიგიჟე. პრეზიდენტმა ადგილისთვის კი არ უნდა იბრძოლოს, პირველ რიგში, უნდა იბრძოლოს, რომ საქართველოს ღირსეული ადგილი ევროპაში და მსოფლიოში ჰქონდეს“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს