„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე ვაკის, საბურთალოს და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

"ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე ვაკის, საბურთალოს და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ვაკის ორგანიზაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნოდარ ტურძელაძე უხელმძღვანელებს. საბურთალოს ორგანიზაციას - საბურთალოს რაიონის გამგებელი - გაიოზ ვასაძე; კრწანისის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია.

კონფერენციებს ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე.

თბილისის გარდა, „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები სამცხე ჯავახეთსა და აჭარაში გაიმართა.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო