საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების” ბენეფიციარი ქალები, კახეთსა და გურიის რეგიონში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, აგროტურისტული ობიექტების მფლობელებმა მეწარმე ქალებს, სამეწარმეო საქმიანობის კარგი პრაქტიკა გაუზიარეს, რომელიც ბიზნესის განვითარებას, დივერსიფიკაციასა და ფინანსური სახსრების მოძიებას ეხებოდა. ასევე, ბიომეურნეობაში, მეურნეობის ეკომეგობრულ მართვის მეთოდებს გაეცნენ.
ინფორმაციის თანახმად, სასწავლო ვიზიტი პროექტის “ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს.