ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში მუნიციპალური ლაბორატორიის ტექნიკური ზედამხედველი დაიკითხა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში მუნიციპალური ლაბორატორიის ტექნიკური ზედამხედველი დაიკითხა.

როგორც საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი განმარტავს, აღნიშნულ ზედამხედველს მხოლოდ იმ სამუშაოების შემოწმების ვალდებულება ჰქონდა, რომელიც პროექტით იქნებოდა გათვალისწინებული.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მუნიციპალური ლაბორატორიის ტექზედამხედველი დაიკითხა. აღნიშნული პირი გამოყოფილი იყო ვაკის პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველად. მისი ჩვენებით დადასტურდა, მას შემდეგ, რაც დამატებითი სამუშაოები შესრულდა, კონკრეტულად, როცა მილები რკინის კონსტრუქციებით შეიფუთა და როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული სამუშაოების დროს კაბელის დაზიანება მოხდა, ამ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა მას არ განუხორციელებია, ვინაიდან ეს სამუშაოები პროექტს, ხარჯთაღრიცხვის მიღმა შესრულდა და მისთვის არავის უთქვამს, რომ მისულიყო და ტექნიკური ზედამხედველობა გაეწია აღნიშნული სამუშაოებისთვის. როგორც მოწმემ განაცხადა, მას ვალდებულება ჰქონდა, მხოლოდ ის სამუშაოები შეემოწმებინა, რომელიც ხარჯთაღრიცხვაში გაწერილი იქნებოდა და პროექტით იქნებოდა გათვალისწინებული. მან განმარტა, რომ თუ პროექტის კორექტირება მოხდებოდა და ხარჯთაღრიცხვაშიც შევიდოდა ეს სამუშაოები, მივიდოდა და შეამოწმებდა“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

კითხვაზე, „გრინსერვის პლუსს“ უნდა მიემართა თუ არა ლაბორატორიისთვის, პროკურორი ასე პასუხობს:

„დიახ და თუ არ მიმართავდა, ყველა შემთხვევაში, „გრინსერვისს“ უნდა ჩაეტარებინა შესრულებულ სამუშაოებზე ექსპერტიზა, ხოლო მერიის საქალაქო სამსახურს ექსპერტიზის გარეშე სამუშაოები არ უნდა მიეღო".

"როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ სამუშაოებზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა და აღნიშნული სამუშაოები მერიის საქალაქო სამსახურმა ექსპერტიზის გარეშე მიიღო. ეს ბრალდების ერთ-ერთ ეპიზოდს წარმოადგენს. ექსპერტიზა გაყალბდა, ექსპერტიზის გაყალბებაზე პასუხისგებაში 2 ექსპერტია მიცემული, ასევე ამ ყალბი დასკვნის გამოყენებაზე პასუხისგებაშია „გრინსერვის პლუსის“ დირექტორიც მიცემული“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

აღნიშნულ საქმეზე დაზარალებული ორი მოზარდი მოწმის სახით აღარ დაიკითხება, ვინაიდან ბრალდებულებმაც და მათმა ადვოკატებმაც მოწმეების ჩვენებები უდაოდ ცნეს.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს