საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიწვევით, ვიქტორ ყიფიანმა ჩეხეთის პარლამენტის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიწვევით, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატისა და დეპუტატთა პალატის ევროკავშირისა და ევროპულ საკითხთა კომიტეტების დელეგაციასთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციას ჩეხეთის სენატის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვლადისლავ ვილიმეჩი ხელმძღვანელობდა.

ინფორმაციის თანახმად, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ქართული არასამთავრობო და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მათ დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი განიხილეს. ასევე, საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე იმსჯელეს.

გამოითქვა იმედი, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მაინც მიიღებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა