საგამოძიებო სამსახურში  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  ფარგლებში - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ვირტუალური შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის ექსპერტი - იგორის კრჟეჩკოვსკისი, გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროსი ექსპერტი - ჰენდრიკუს ვან ბოქსმირი, ფინეთის საბაჟოს ეკონომიკური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი - სარი კნააფი და მოლდოვის რესპუბლიკის ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის აქტივების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი - პაველ ქალპაჯიუ.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უცხოელმა კოლეგებმა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს გაუზიარეს გამოცდილება ფინანსური დანაშაულის გამოძიებისა და კრიმინალური აქტივების მართვის მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეები ასევე, გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, არსებულ გამოწვევებს, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და გასულ წელს მიღწეულ შედეგებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიმართულებით უწყებებს შორის კოორდინაციის გააქტიურებაზე. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის