ეროვნული მუზეუმი - საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ეკატერინე კიკნაძის დაბალ პოზიციაზე გადაყვანის ბრძანება და ეროვნულ მუზეუმს 5000 ლარის სახით კომპენსაციისა და 200 ლარის ოდენობით განაცდურის ანაზღაურება დააკისრა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკატერინე კიკნაძის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის თაობაზე არ დააკმაყოფილა.
საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ე. კიკნაძის დაბალ პოზიციაზე გადაყვანის ბრძანება და ეროვნულ მუზეუმს დააკისრა 5000 ლარის სახით კომპენსაციისა და 200 ლარის ოდენობით განაცდურის ანაზღაურება.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა ეკატერინე კიკნაძის სარჩელი გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობის, მისი სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების, პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად 3 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
შესაბამისად, ე. კიკნაძე სასამართლო დავის ძირითად ნაწილში დამარცხდა, რაც მას შეუძლია გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში.
საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ე. კიკნაძის დაბალ პოზიციაზე გადაყვანის ბრძანება და ეროვნულ მუზეუმს დააკისრა 5000 ლარის სახით კომპენსაციისა და 200 ლარის ოდენობით განაცდურის ანაზღაურება.
სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი შეისწავლის სასამართლო გადაწყვეტილებას და კანონით დადგენილ ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას დავის გაგრძელების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

























