ივა ჭყონია - ანაკლიის შეჩერებული პორტი საკმაოდ რთულ ვითარებაში გვაგდებს, გაცილებით უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ვიქნებოდით, ეს პორტი რომ დასრულებულიყო

ანაკლიის შეჩერებული პორტი საკმაოდ რთულ ვითარებაში გვაგდებს დღეს და გაცილებით უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ვიქნებოდით ეს პორტი რომ დასრულებულიყო, - ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ ეკონომიკური განვითარების ფორუმის გახსნისას, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ჭყონიამ აღნიშნა, საქართველოში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ფულად გადმორიცხვებს უკავშირდება.

„ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ცალსახად არის, თუმცა, აქვე ყურადღება არის გასამახვილებელი, რომ ეკონომიკური ზრდა არის გამოწვეული იმ ფაქტორიდან, რომ უკრაინიდან და ძირითადად მაინც, რუსეთიდან და ბელორუსიიდან ემიგრანტების შემოდინება საკმაოდ მაღალია. საკმაოდ მაღალი არის ფულადი გადმორიცხვები, შესაბამისად, ეს არის ძირითადად ის განმაპირობებელი ფაქტორი, რატომაც არის მაღალი ეკონომიკური ზრდა. რაც შეეხება ინვესტიციების შემოდინებას - ცალსახად, ჩვენი ქვეყანა ალბათ, მომხიბვლელი არის ინვესტორებისთვის რომ თანხები შემოიტანონ, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არის - სასამართლო თამაშობს გადამწყვეტ როლს, რომ ძირითადად მსხვილი ინვესტორები მაინც თავს იკავებენ ქვეყანაში ინვესტიციებისგან. მათ შორის, იგივე ანაკლიის შეჩერებული პორტი საკმაოდ რთულ ვითარებაში გვაგდებს დღეს და გაცილებით უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ვიქნებოდით ანაკლიის პორტი დასრულებული რომ ყოფილიყო. ასე, რომ ვფიქრობ, სამუშაო ძალიან ბევრია. მათ შორის, დისტრიბუციის მიმართულებით. საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ვაწყდებით პარკირებასთან დაკავშირებით და ვართ კომუნიკაციაში ქალაქ თბილისის მერიასთან; ვფიქრობ, დროულად უნდა გადაწყდეს ეს პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, საბოლოოდ მომხმარებელზე და პროდუქციის ფასზე აისახება, რაც ასევე ნეგატიურად აისახება ინფლაციის მაჩვენებელზეც“, - განაცხადა ჭყონიამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში