თბილისის 32-ე საჯარო სკოლას ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თბილისის 32-ე საჯარო სკოლას აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლები, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და დაღუპული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

„მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა სტუმრებს და სამშობლოსთვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობაზე ისაუბრა. სტუმრებმა საზეიმოდ გახსნეს სკოლის აბრა და გმირების მემორიალური დაფა, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა კი, სკოლას საჩუქრად სამახსოვრო დაფა გადასცეს.

ბესარიონ კივილაძე 1993 წელს ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაიღუპა, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით. ალექსანდრე თანდაშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა