ჯუანშერ ბურჭულაძე - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც პრემიერმა თავის გამოსვლაში  გაამახვილა ყურადღება, არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში საზოგადოება ერთიანი უნდა იყოს

ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლა იყო კიდევ ერთხელ გამორჩეული ყველა გამომსვლელთა შორის, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის გამოსვლიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, იყო ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი.

„ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლა იყო კიდევ ერთხელ გამორჩეული ყველა გამომსვლელთა შორის და ერთ-ერთი ნიშანდობლივი საკითხი, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა და რაც ასევე მინდა, რომ აღვნიშნო, ეს არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი და არ შეიძლება ჩვენი აზრები იყოს გაყოფილი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო