გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.
თბილისის მერის ცნობით, შესაბამისი პროექტი ამ ეტაპზე, მუხიანში, ლაგურაშვილის N3 კორპუსთან დასრულდა. „შეიცვალა დაზიანებული ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგო ხელოვნური ბალახის საფარი და რეაბილიტირდა ყველა სხვა საჭირო ინვენტარი. სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის, ჯამში, 78 665 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.