წავკისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნულ მისამართებზე პირველად მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ხოლო, საგზაო ასფალტის ორფენიანი საფარი ჯამში, 10 000 კვ. მ ფართობზე დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური.

ამჟამად, დიდგორის ქუჩის ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის პირველი ფენა, ხოლო ნაწილზე სამუშაოების პირველი ეტაპი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„აღნიშნულ ორ ქუჩაზე საავტომობილო გზა არასდროს ყოფილა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს, გადაადგილება უჭირდათ. შესაბამისად, ეს პრობლემა მალე მოეხსნებათ. ჯამში, 10 000 კვ მ. ფართობზე დაიგება ასფალტი და მოვიცავთ ყველა ჩიხს. გზის საფარის მოწესრიგებასთან ერთად, სანიაღვრე ქსელს ვაწყობთ. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვგეგმავთ ასევე წავკისში, სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციასაც“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ინფრასტრუქტურულ პროექტს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „პარმა“ ასრულებს, რისთვისაც ჯამში, 1 800 000 ლარამდეა გამოყოფილი.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო