იუსტიციის სამინისტროში ჟურნალ „იუსტიციის“ მეოთხე ნომრის პრეზენტაცია და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში ჟურნალ „იუსტიციის“ მეოთხე ნომრის პრეზენტაცია და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამეცნიერო სტატიების გარდა, ჟურნალის ახალ ნომერში გამოქვეყნებულია მნიშვნელოვანი ინტერვიუები; სამართლის კლასიკად აღიარებული ნაშრომების ქართულენოვანი თარგმანები; სტატიები იმ პირთა შესახებ, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამართლებრივი აზრის განვითარებაში.

„სამეცნიერო სტატიების და ინტერვიუების ნახვა ჟურნალის ვებგვერდზეც (http://iustitia.gov.ge/ge) არის შესაძლებელი.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების საკითხებსა და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს. შედარებით - სამართლებრივ კონტექსტში განხილულ იქნა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სფეროში მომზადებული პროექტები და ინოვაციური მიდგომები.

სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებული ნარკვევები და გაანალიზებული იქნა ხსენებული დოკუმენტის სამართლებლივი მოწესრიგების ძირითადი მახასიათებლები.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი