იუსტიციის მინისტრმა მოადგილეებთან და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთად, საქმიანობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის აღსრულების პოლიციელებს სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გამოუცხადა.
აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, აღსრულების პოლიციელები დგანან საქართველოს სამსახურში და იცავენ საკუთრების უფლებას, რაც დიდი პასუხისმგებლობაა.
,,ადამიანის ღირსებაზე და მისგან მომდინარე ყველა უფლების დაცვაზე ორიენტირებულ აღსრულების პოლიციას ვულოცავ პროფესიულ დღეს. აღსრულების პოლიციელები დგანან საქართველოს სამსახურში და იცავენ საკუთრების უფლებას, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. იუსტიციის სამინისტრო მხარდაჭერას უცხადებს თითოეულ პოლიციელს და ზრუნავს მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სოციალური გარანტიების განმტკიცებისთვის“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
უწყების ინფორმაციით, მინისტრი აღსრულების პოლიციის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს და მიღწეულ შედეგებს გააცნო.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"