ვახტანგ გომელაური პოლიციელებს - მინდა კიდევ ერთხელ, საჯაროდ და დამსახურებულად გითხრათ მადლობა უძილო ღამეებისთვის, სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სამართალდამცველებს, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა.

„დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა, მინდა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა, საჯაროდ და დამსახურებულად გითხრათ მადლობა უძილო ღამეებისთვის, სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად გადარჩენილი სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის.

ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს - გულშემატკივრობის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების ხსოვნას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი პოლიციების გმირობაზე დგას სახელმწიფო.

„სამწუხაროდ, არაერთი ღირსეული პოლიციელი დაიღუპა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას.

სწორედ ასეთი პოლიციელების დაუვიწყარ ღვაწლსა და გმირულ მაგალითებზე დგას ქართული სახელმწიფო, მათ გზას განაგრძობს ქართული პოლიცია. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველა პოლიციელის ხსოვნას“,- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს