ვახტანგ გომელაური - მინდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს დიდი მადლობა გადაგიხადოთ მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, თანადგომისა და ღირსეული პარტნიორობისთვის

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდებოდა სამინისტროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურმა საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

უწყების ინსტიტუციური გაძლიერების, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების და დონორთა კოორდინაციის მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდებოდა სამინისტროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელება. ჩვენ მათთან მრავალწლიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მინდა, პირადად ჩემი, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქართული პოლიციის სახელით, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, თანადგომისა და ღირსეული პარტნიორობისთვის", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის