ყაზბეგში არადეკლარირებული საქონელი გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 7607 ლარის ღირებულების არადეკლარირებული, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი გამოავლინეს.

„კანონდამრღვევ მოქალაქეებს, აღნიშნული არადეკლარირებული საქონელი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების წინასწარ მოწყობილ სამალავებში ჰქონდათ განთავსებული.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს