საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსის წინასწარი შედეგები თბილისის ეკონომიკური განვითარების ფორუმზე გაასაჯაროვა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ თბილისის მერიის რიგით მე-13 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე BAG ინდექსის 2023 წლის, მე-2 კვარტლის წინასწარი მონაცემები გაასაჯაროვა.

ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად, კვლევა სამ კომპონენტს ბიზნეს კლიმატს მოიცავს, დასაქმების ბარომეტრსა და ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს.

ლევან ვეფხვაძის განცხადებით, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს. ასევე, უმეტესად დადებითი მოლოდინი გამოვლინდა დასაქმების მიმართულებით, სადაც კომპანიების უმეტესობა გეგმავს კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას.

BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა ბიზნესის საქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტორებზე, სადაც ტრადიციულად დასახელდა სპეციალისტების ნაკლებობა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები.

„მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორუმები საუკეთესო პლატფორმაა, როგორც ინფორმაციის გაცვლის კუთხით, ასევე, პირდაპირი კომუნიკაციისა და მოსაზრებებისა და იდეების გენერაციის თვალსაზრისით. სწორედ, ამ ფორუმზე მოხდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის მე-2 კვარტლის წინასწარი შედეგების პრეზენტირება, რაც უახლოეს მომავალში მიეწოდება მედიასა და ფართო საზოგადოებას“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა