ვახტანგ გომელაური - დღეს აღვნიშნავთ იმ ადამიანების დღეს, რომლებიც 24-საათის განმავლობაში, ღირსეულად და ერთგულად ემსახურებით სამშობლოს

დღეს აქ ჩვენ ყველა ერთად აღვნიშნავთ პოლიციელის დღეს, იმ ადამიანების დღეს, რომლებიც ყოველდღიურად, 24-საათის განმავლობაში, ღირსეულად და ერთგულად სამშობლოს ემსახურებით, - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ქვეყნის უსაფრთხო აწმყოს და მშვიდობიან მომავალს ქმნიან.

„დღეს აქ ჩვენ ყველა ერთად აღვნიშნავთ პოლიციელის დღეს, იმ ადამიანების დღეს, რომლებიც ყოველდღიურად, 24- საათის განმავლობაში, ღირსეულად და ერთგულად ემსახურებით სამშობლოს, იცავთ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარსა და უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, ებრძვით კრიმინალს, იბრძვით ადამიანების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად, მათი სიცოცხლის გადასარჩენად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო აწმყოს და მშვიდობიან მომავალს ქმნით“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს