საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა.

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, სომხეთის გენერალური პროკურორის მოადგილე იეგიაზარ ავაგიანი და საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკის პროკურატურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სომხეთის გენერალურმა პროკურორმა, ქართველ კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა სომხეთის გენერალურ პროკურორს საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით ეფექტიან თანამშრომლობას.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე ორ ქვეყანას შორის სისხლის სამართლის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით მზაობა გამოთქვეს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა