სოლომონ პავლიაშვილი პარიზის საერთაშორისო ფორუმს „დავასრულოთ პლასტიკით დაბინძურება ქალაქებში“ დაესწრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი პარიზის საერთაშორისო ფორუმს „დავასრულოთ პლასტიკით დაბინძურება ქალაქებში“ დაესწრო.

უწყების ცნობით, ფორუმის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილმა ორ თემატურ დისკუსიაში: პლასტიკის მდგრადი წარმოება/გამოყენება და პლასტიკით დაბინძურების პრევენცია მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა პლასტიკით დაბინძურების პრევენციის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე აქტივობებზე და ხაზი გაუსვა ქვეყნის მზაობის საკითხს ცირკულარული მართვის მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.

„საქართველოს მთავრობამ, პლასტიკის ნარჩენების პრევენციის მიმართულებით ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ქართული კანონმდებლობის დასაახლოებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კავკასიის რეგიონში საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო გადაწყვეტილება პლასტიკის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით. აქტიურად ვმუშაობთ პლასტიკის ნაკადების შეფასების, ალტერნატიული წყაროების იდენტიფიცირების და ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის აკრძალვის მიმართულებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტში, გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეამ (UNEA) რეზოლუცია „დაასრულე პლასტიკური დაბინძურება“ მიიღო, რომელიც მიზნად ისახავს პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო შეთანხმების შემუშავებას.

ფორუმში, მსოფლიო მასშტაბით, გარემოს დაცვის მიმართულების მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ასევე, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში