„ბიბლუსი მომავლისთვის“ - კომპანია 1-ელ ივნისს ბავშვებს განსაკუთრებულ სიურპრიზებს უმზადებს

„ბიბლუსი მომავლისთვის“ - ეს საქართველოში წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნება.

კომპანია 1-ელ ივნისს რამდენიმე ტიპის აქტივობას გეგმავს. მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს ქსელის მასშტაბით გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხის 5% აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკის მოწყობას მოხმარდება. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც „ბიბლუსი“ სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ დაწესებულებას წიგნებს გადასცემს და ბიბლიოთეკის მოწყობაში ეხმარება. თუმცა განსაკუთრებულია, რადგან ამჯერად სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აფხაზეთის სკოლის დახმარება ხდება. ამას კი დიდი დატვირთვა აქვს, როგორც თავად სკოლისთვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის. კომპანია ფართო საზოგადოებას აძლევს საშუალებას, თავადაც გახდეს ამ საქველმოქმედო საქმის მონაწილე და წიგნის შეძენით საკუთარი წვლილი შეიტანოს კეთილ საქმეში.

გარდა აღნიშნულისა, კანდელაკის 7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ 1-ელ ივნისს მომხმარებლებს კონსულტაციას კომპანიის თანამშრომლების შვილები გაუწევენ. ეს კი დღესასწაულს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს.

ამ დღეს ქსელის მასშტაბით წიგნების შერჩეული ასორტიმენტის შეძენა ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმოქმედებს ქეშბექის აქციაც. საქართველოს ბანკის „სქულ ქარდით” გადახდის შემთხვევაში მომხმარებლებს გადახდილი თანხის 50% დაუბრუნდებათ, ლიბერთის ვიზა ბარათით გადახდისას კი - 40% .

#ბიბლუსი მომავლისთვის

#ერთად მეტი შეგვიძლია

(R)

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?