თბილისის მერმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მან ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ყოველდღიურად გაწეული მძიმე შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„პროფესიულ დღეს ვულოცავ თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, მინისტრ ვახტანგ გომელაურს; ყველას, ვინც პროფესიონალურად, ერთგულად, თავდადებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, წესრიგის დაცვას, კანონის უზენაესობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას. მადლობას გიხდით ყოველდღიური საქმიანობისთვის, იმ მძიმე შრომისთვის, რასაც ეწევით. გისურვებთ, ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის სახელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კახა კალაძემ პატივი მიაგო ყველა იმ პოლიციელის ხსოვნას, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა