არჩილ მესტვირიშვილი - ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა მდგრადობა შეინარჩუნა

ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა მდგრადობა შეინარჩუნა, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, საბანკო სექტორში კონკურენციის ზრდას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

„ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა ეროვნული ბანკისთვის, რადგან ის აუცილებელია გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური ზრდისათვის. ამ კუთხით ჩვენ გადავხედეთ 2022 წელს ნოემბრის სხდომაზე კონტრციკლურ ბუფერს და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ გაზრდილიყო, და მიმდინარე წლის დასაწყისში გავზარდეთ 1 პროცენტული პუნქტით. ასევე ვაკვირდებოდით, განსაკუთრებით უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს, რომ ამას ფინანსური სტაბილურობის რისკები არ შეექმნა მომავალში ჩვენი საბანკო სექტორისათვის. 2019 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით აქტიურად ვიყენებდით მაკროპრუდენციულ ინსტრუმენტებს, რაც დაგვეხმარა რომ ჯერ პანდემიიდან გამოწვეული შოკი და შემდეგ უკვე რუსეთ-უკრაინის ომიდან გამოწვეული შოკი საბანკო სექტორს მარტივად გადაეტანა. მათ შორის, საშუალება მისცა, რომ ბუფერები შეგვევსო. ჩვენ გასული წლის პანდემიის დროს მივეცით ბანკებს საშუალება რომ კაპიტალის ბუფერები გამოეყენებინათ და 2022 წელს თითქმის ყველა ბანკმა აღადგინა მანამდე გამოყენებული კაპიტალის ბუფერები. საბანკო სექტორი 2022 წლის ბოლოსაც კარგად კაპიტალიზირებული და ლიკვიდური იყო, ასევე შემცირების ტრენდი ქონდა რომელიც ეხლაც გაგრძელდა საბანკო სექტორში უმოქმედო სესხებზე. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ჩვენ განვაახლეთ საზედამხედველო პოლიტიკის სტრატეგია და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ საბანკო სექტორში კონკურენციის ზრდას. ამ კუთხით რამდენიმე ნაბიჯი იყო გადადგმული პარლამენტთან ერთად. კერძოდ, დამტკიცდა ,,მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონი და ჩვენ უკვე წელს გარკვეული ნორმატიული აქტების მიღების პროცესში ვართ და იმედი გვაქვს, რომ მიკრო ბანკები გაჩნდებიან ბაზარზე და საბანკო სექტორში დამატებით კონკურენციას შემოიტანენ. ასევე, გვაქვს ღია ბანკინგის პროექტი, რაც იძლევა საშუალებას, რომ არასაბანკო მონაწილეებს ქონდეთ წვდომა, ბანკში არსებულ ინფორმაციაზე, მათ შორის კლიენტის თანხმობის შემთხვევაში ქონდეთ წვდომა კლიენტის ანგარიშებზე და სხვადასხვა სერვისი კლიენტს შეთავაზონ უკვე ფინტექ კომპანიებმა რაც ასევე დამატებით კონკურენციას ქმნის საბანკოს სექტორში “,- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში