გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა პროფესიულ განათლებაში მიმდინარე უახლესი პროცესების - განვითარების შეფასების ანგარიშისა და შრომის ბაზრის პროგნოზირების ძირითადი მიგნებების გაზიარებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას პროფესიული განათლების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო.

გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების პრიორიტეტების ცვლილებისა და ამ მიმართულებით იმ ახალი მექანიზმების შემუშავების შესახებ ისაუბრა, რომლებიც პროფესიული განათლების განვითარების პროცესში კერძო სექტორის სწრაფად და მოქნილად ჩართულობას გულისხმობს.

მინისტრის თქმით, ამ კუთხით უახლოეს მომავალში გაიმართება ახალი კონცეფციის საჯარო პრეზენტაცია.

„მინისტრმა საბჭოს წევრებთან ასევე განიხილა პროფესიული განათლების პოლიტიკა და მათი მოსაზრებები და პოზიციები მოისმინა. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული კოლეჯების დაფუძნებისა და პროგრამების შემუშავების დროს, თავიდანვე იყოს დამსაქმებელი ჩართული პროცესებში.

მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილის სწორედ ამ პროცესის ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული, რაც დასაქმების პროცენტულ მაჩვენებელს საგრძნობლად გაზრდის.

შეხვედრაზე სხდომის წევრებმა პროფესიული უნარების განვითარების შეფასების ანგარიშის ძირითად მიგნებებზე პრეზენტაციები წარადგინეს, იმსჯელეს არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე და განხილული თემების შესახებ დისკუსია გამართეს.

სამეთვალყურეო საბჭო პროფესიული უნარების სააგენტოს უმაღლესი მართვის ორგანოა, რომელიც დაკომპლექტებულია საჯარო-კერძო პარტნიორობის პრინციპით, ქვეყანაში არსებული ბიზნეს გაერთიანებებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. საბჭო მონაწილეობას იღებს სააგენტოს პოლიტიკის განსაზღვრასა და მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებაში, მათ შორის, სააგენტოს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცებაში.

პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ინიციატივით, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს პროფესიული განათლების მოქნილი სისტემის განვითარება, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებით, რაც თავის მხრივ შრომის ბაზართან დაახლოებას და ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს