ბსუ-ში ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა

ბსუ-ში გაეროს წარმომადგენელმა საქართველოში საბინე მახლიმ და ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა ბსუ-ში SDG - ახალგაზრდული სივრცე გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდული სივრცის მიზანია მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერა და ახალგაზრდებისათვის ისეთი აქტივობების შეთავაზება, რომელიც მათ ახალ უნარებს გამოუმუშავებს თანამედროვე სამყაროს გამოწვევების საპასუხოდ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ჰიბრიდული კურსის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის საკითხებსა და ტრენინგებს. ახალგაზრდული სივრცე განათლებისა და საერთაშორისო განვითარების აკადემიისა და გაეროს წარმომადგენლობის თანამშრომლობით გაიხსნა.

„ჰიბრიდული კურსის ტრენინგები ახალგაზრდას ჩამოუყალიბებს უნარს, ჩაერთოს ქვეყნის განვითარების პროცესში, რაც ითვალისწინებს ლობირებას, ადვოკატირებას, პროექტის შედგენას, პროექტის მართვის საბაზისო უნარებს, სოციალური მეწარმეობასა და ბიზნეს გეგმის მომზადებას.

სივრცის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და საერთაშორისო განვითარების აკადემიის ხელმძღვანელმა მარიამ გამეზარდაშვილმა, ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა თეა ჭანტურიშვილმა, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.

ახალგაზრდული სივრცის გახსნის ცერემონია მუსიკალურად გააფორმა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბენდმა „OFF SIDE””, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს