ქეთევან თურაზაშვილი - ხანდაზმულ ადამიანებს სამწუხაროდ, დაკვირვების დრო აღარ აქვთ - რას აპირებს ეროვნული ბანკი იმასთან დაკავშირებით, რომ „ლიბერთი ბანკმა“ შეწყვიტოს ქართველი პენსიონერების ძარცვა?

ბოლო დროს ბევრს ვსაუბრობთ, თუ როგორ იძარცვებიან ბრიტანელი პენსიონერები, მაგრამ ძალიან ცოტა თუ იღებს ხმას იმაზე, რომ „ლიბერთი ბანკი“ ძარცვავს ქართველ პენსიონერებს. უამრავი პენსიონერი მოგვმართავს და ითხოვს შველას. რას აპირებს ეროვნული ბანკი? - ამის შესახებ დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა კითხვა საჯაროდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ მესტვირიშვილს დღეს პარლამენტში დაუსვა.

ქეთევან თურაზაშვილმა პარლამენტში მოწყვლადი ჯგუფის, კერძოდ, პენსიონერების მძიმე ყოფაზე ისაუბრა.

„ძირითადი პრობლემა უკავშირდება იმას, რომ პენსიონერებს არ უხსნიან კარგად, თუ რა პროდუქტებს გასცემს ბანკი მათზე, კერძოდ, მათთვის პრობლემაა ოვერდრაფტები. ძალიან ბევრმა პენსიონერმა რამდენიმე წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ყოველთვიურად გადახდილი თანხა მხოლოდ ბანკის მომსახურების საკომისიოში მიდის, სესხის ძირი კი არ იფარება. გამოდის, რომ ამ პენსიონერებს ,,შევტენეთ“ ისეთი სესხი, რომელსაც ისინი ვერასოდეს დაფარავენ. მათი გულისტკივილი ხშირად არის, რომ ამ ქვეყნიდან მოუწევთ ისე წასვლა, რომ სესხს ვერ დაფარავენ. მაინტერესებს, რას აკეთებს ამასთან დაკავშირებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება?“, - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

საპარლამენტო ჯგუფ მოქალაქეების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა რომ ეროვნული ბანკისთვის წერილობით დასმულ კითხვებსა და რეაგირების თხოვნაზე არაადეკვატური პასუხები მიიღო.

„ჩემს შეკითხვაზე ეროვნული ბანკის პასუხები ჯერ იყო, რომ დააკვირდებოდა მომართვიანობას და შემდეგ განსაზღვრავდა, თუ რამდენად არსებობდა რეალური პრობლემა. შემდეგ მიპასუხეს რომ მომართული ჰქონდა 244 პენსიონერს. ხანდაზმულ ადამიანებს სამწუხაროდ, დაკვირვების დრო აღარ აქვთ. მაინტერესებს, რას აპირებს ეროვნული ბანკი იმასთან დაკავშირებით, რომ ლიბერთი ბანკმა შეწყვიტოს ქართველი პენსიონერების ძარცვა?“, - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „მოქალაქეების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო