თბილისის მერია 2 ივნისიდან, აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას იწყებს

აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 ივნისიდან ორი კვირის განმავლობაში, აღნიშნულ მონაკვეთში, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.

აღნიშნულ ხიდზე დაზიანებები მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. შედეგად, საჭირო გახდა სავალი ნაწილის საფუძვლის ლოკალური სამუშაოების ჩატარება და ასფალტის საფარის აღდგენა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა