ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - TIMES HIGHER EDUCATION -  მსოფლიო უნივერსიტეტთა რეიტინგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგი აქვს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია Times Higher Education-ის 2023 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში (THE World University Ranking) შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესდა. უნივერსიტეტი რანგირების 1001-1200 მონაკვეთში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეიტინგში, რომელიც მსოფლიოს 1799 ინსტიტუციის შედეგებს ასახავს, საქართველოდან მხოლოდ ორი საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუციაა წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგი აქვს.

„2023 წლის რანგირებისთვის ბიბლიომეტრიული მონაცემების მიმწოდებელმა სამეცნიერო ბაზამ ელსევიერი (Elsevier) შეისწავლა და გააანალიზა 15.5 მილიონ პუბლიკაციასთან დაკავშირებული 120 მილიონზე მეტი ციტირება, რომლებიც ეფუძნება 25 000-ზე მეტი აკადემიური ჟურნალის მონაცემებს, ინდექსირებულს Scopus-ის მონაცემთა ბაზაში. რანგირებულ სიას ასევე საფუძვლად უდევს მსოფლიო მასშტაბით 40 000 მეცნიერის გამოკითხვის შედეგები.

Times Higher Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი (THE World University Ranking) წარმოებულია 13 ინდიკატორისგან, რომელთაგან თითოეული გაერთიანებულია 5 კატეგორიაში – მნიშვნელობის მიხედვით შეწონილ სვეტებში, რომლებიც, თავის მხრივ, უმაღლესი განათლების სრულყოფის ძირითად სფეროებს წარმოადგენს.

სვეტები: სწავლება (30%): სასწავლო გარემო; კვლევა (30%): მოცულობა, შემოსავალი და რეპუტაცია; ციტირება (30%): კვლევის გავლენა; ინდუსტრიისგან შემოსავალი (2.5%): ცოდნის გადაცემა; საერთაშორისო პერსპექტივა (International Outlook (7.5%): საერთაშორისო პერსონალი, სტუდენტები და კვლევითი თანამშრომლობა.

როგორც სვეტებიდან ჩანს, რეიტინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორიაა (შეწონილი მნიშვნელობით 30%) „ციტირება: კვლევის გავლენა“. ამ კატეგორიით ფასდება აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მიერ შესრულებული სამეცნიერო საქმიანობის გავლენა გლობალურად მეცნიერებაზე. კვლევის გავლენის ინდიკატორი უნივერსიტეტებს აფასებს ახალი ცოდნისა და იდეების გავრცელების თვალსაზრისით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაჩვენებელი ამ კატეგორიაში მომიჯნავე საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციებთან მიმართებაში საკმაოდ მაღალია - 40.2 ნიშნულს შეადგენს (იხილეთ გრაფიკი).

მეთოდოლოგიის დეტალური აღწერა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shorturl.at/eqvzY“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის