ჯაბა სამუშიას ინიციატივით თსუ-ში „ქიმიკოსის დღე“ პეტრე მელიქიშვილის დაბადების დღეს აღინიშნება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით, მომავალი წლიდან ქართველ ქიმიკოსთა დღეს თსუ 11 ივლისს, უნივერსიტეტის პირველი რექტორის, საქართველოში ქიმიის მეცნიერების ფუძემდებლის პეტრე მელიქიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს. მათი ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტში ქიმიკოსების შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

„ღონისძიებას დაესწრნენ თსუ კურსდამთავრებული ქიმიკოსები, რომლებიც მუშაობენ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა აგროქიმია, ასტროქიმია, ბიოქიმია, გეოქიმია, ჰიდროქიმია, ქიმიური აღჭურვილობის ინჟინერია, მეტალურგია, კვების პროდუქტების წარმოება, ნავთობქიმია, რადიოქიმია, ნანოქიმია, ფარმაცევტული ქიმია, სასამართლო ექსპერტიზა, ელექტროქიმია, ეკოლოგია და სხვა.

შეხვედრაზე მადლობის სიგელები გადაეცათ წარმატებულ და ღვაწლმოსილ ქიმიკოსებს. ღონისძიებას თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა