ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთთან ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე წარმომადგენელი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვისას წარმომადგენლად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი დანიშნა.

დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.

„დანიშნოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ იურიევიჩ გალუზინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენლად, როდესაც რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის პალატები განიხილავენ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმების რატიფიცირების საკითხს ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ, რომელსაც ხელი მოეწერა მოსკოვში 2022 წლის 27 სექტემბერს“, - ნათქვამია ბრძანებაში.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია მოსკოვში 27 სექტემბერს გაიმართა, რომლის რატიფიცირება აფხაზეთის პარლამენტმა 29 დეკემბერს მოახდინა.

2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ, ასეთი დოკუმენტის არარსებობამ გამოიწვია აფხაზეთის „მოქალაქეების“ მიერ გამარტივებული პროცედურებით რუსული პასპორტების მიღების პროცესის შეჩერება.

ახალი შეთანხმების თანახმად, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შეუძლიათ ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებსაც 2008 წლის 26 აგვისტომდე ჰქონდათ აფხაზეთის „მოქალაქეობა“, რომლებსაც განაცხადის დღემდე არ დაუკარგავთ ის და სრულწლოვანებას მიაღწიეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს