პრეზიდენტი - უკრაინაში რუსეთი უკვე დამარცხებულია - დღეს სამყარო იყოფა მათზე, ვინც ვერ ბედავს წარმოიდგინოს, რომ რუსეთი უძლეველი არ არის, აგებს და მათზე, ვისაც ესმის, რომ ახალი სამყარო ჩნდება

დღეს სამყარო იყოფა მათზე, ვინც ვერ ბედავს წარმოიდგინოს, რომ რუსეთი უძლეველი არ არის და აგებს და მათზე, ვისაც ესმის, რომ ახალი სამყარო ჩნდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, „უკრაინაში რუსეთი უკვე პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით დამარცხდა ბევრ ასპექტში“.

„სამხედრო უძლეველობის მითი განადგურებულია, სტრატეგიული უპირატესობის გრძნობა დაკარგულია, ევროპელების დაყოფისა და მათ განხეთქილებებზე თამაშის შესაძლებლობა დაკარგულია. უკრაინის გამძლეობა და სიძლიერე, შვედეთისა და ფინეთის ისტორიული არჩევანი, ძლიერი ევროპა საბოლოოდ ჩნდება… ეს ყველაფერი რუსეთის ხელმძღვანელობის უზომოდ დიდი არასწორი გათვლის შედეგია.

დღეს სამყარო იყოფა მათზე, ვინც ვერ ბედავს წარმოიდგინოს, რომ რუსეთი უძლეველი არ არის და აგებს, და მათზე, ვისაც ესმის, რომ ახალი სამყარო ჩნდება. სწორედ ამიტომ მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის დაიწყოს მშვიდობაზე მოლაპარაკებები და ევროპასთან ერთად დაადგინოს მშვიდობა - ისეთი, რომელიც რუსეთს დაავალდებულებს უარი თქვას ნებისმიერი უცხო მიწის ოკუპაციაზე”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა