დავით უსუფაშვილი - თუ რამეზე შეიძლება დავუჯეროთ პრეზიდენტს, რომ კი არ თამაშობს, გულწრფელია, ეს საქართველოს ევროპული მომავალია - სალომე ზურაბიშვილმა ბეწვის ხიდზე იარა, მაგრამ მოახერხა და ტაში დაიმსახურა

პრეზიდენტის გამოსვლა ბრიუსელში იყო სწორედ იმ სირცხვილის ჩამობანა საქართველოსთვის, რაც მანამდე პრემიერ-მინისტრის და უმრავლესობის წარმომადგენლების ევროპაში გამოსვლებს, თუ ევროპაზე საუბრებს მოაქვს საქართველოსთვის, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, თუ რამეზე შეიძლება დავუჯეროთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ ის არ თამაშობს, ესაა საქართველოს ევროპული მომავალი.

„მე მჯერა, რომ მისთვის საქართველო და ევროპა და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ესაა მისი სულიერი კონსტიტუციის ნაწილი, თითქმის გენეტიკური მისწრაფება. მესმის ხოლმე ძალიან ხშირად შეფასებები, რომ ახლა კიდე რაღაცას თამაშობს, მაგრამ თუ რამეზე შეიძლება დავუჯეროთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ ის კი არ თამაშობს, გულწრფელია, ესაა საქართველოს ევროპული მომავალი. ეს ერთი და მეორე, დიახ, დღეს მისი გამოსვლა ბრიუსელში, ჩემი აზრით, იყო სწორედ იმ სირცხვილის ჩამობანა საქართველოსთვის, რაც მანამდე პრემიერ-მინისტრის და უმრავლესობის წარმომადგენლების ევროპაში გამოსვლებს თუ ევროპაზე საუბრებს მოაქვს საქართველოსთვის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გამოეცხადებინა, ეს იქნებოდა წერტილი საქართველოს ევროპული მომავლის.

„ბევრი უკმაყოფილო დარჩა იმ ტრიბუნიდან რატომ არ გამოაცხადა ვინმეს შეწყალებაო, მე გაძლევთ გარანტიას, თუ რამე გამეგება ან ევროპის, ან პოლიტიკის, ან რამის, რომ სალომე ზურაბიშვილს იმ ტრიბუნაზე ქაღალდი რომ აეფრიალებინა ვინმე შევიწყალეო და ა.შ. ეს იქნებოდა წერტილი ჩვენი ევროპული მომავლის.

სალომე ზურაბიშვილმა ბეწვის ხიდზე იარა, იქ მას შესაძლოა ობსტრუქციაც დახვედროდა სააკაშვილის მომხრეების მხრიდან, მაგრამ მან მოახერხა ის, რომ ტაში დაიმსახურა ყველასგან იმიტომ, რომ სახელმწიფო წარმოაჩინა. ეს ქართული სახელმწიფოებრიობის კულტურის მინიშნება იყო.

ეს არ არის დასკვნა რაიმე ინფორმაციიდან გამომდინარე, მაგრამ ვადევნებ რა თვალს მოვლენებს, პრეზიდენტის სიტყვებს, დამოკიდებულებებს, მე ასე მჯერა, რომ მას შინაგანად გადაწყვეტილება მიღებული აქვს გვარამიასთან დაკავშირებით. ამასთანავე იმასაც ვხედავ, რომ ცდილობს, ეს ნაბიჯი იყოს მაქსიმალურად სწორად შერჩეულ დროს და სწორ კონტექსტში იმისთვის, რომ ამან არა მხოლოდ გვარამიას პოლიტიკური დევნა შეწყვიტოს, არამედ ამ ნაბიჯმა საქართველოს ამ საქმეს, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, რაც შეიძლება მეტი წარმატება და იმპულსი შესძინოს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს