აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 300 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს მიაწვდის

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინას დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებით იარაღსა და აღჭურვილობას გაუგზავნის, რომელიც ქვეყანას რუსული საჰაერო თავდასხმებისგან თავდაცვაში დაეხმარება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, აშშ პირველად მიაწვდის უკრაინას მართვად, ჰაერი-ჰაერი კლასის AIM-7 ტიპის რაკეტებს.

დახმარება ასევე მოიცავს საბრძოლო მასალებს უპილოტო საჰაერო სისტემებისთვის, რომელიც ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აღწერა, როგორც ნაღმტყორცნების მსგავსი საბრძოლო მასალა, რომლის ჩამოგდება დრონებიდან არის შესაძლებელი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ეს დახმარება არის „უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული და ამერიკული მხარდაჭერის უახლესი მაგალითი“.

„მადლობელი ვართ შეერთებული შტატების 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტისთვის. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული დახმარება უკრაინის ცის დასაცავად რუსეთის რაკეტებისა და დრონების ტერორისგან, ასევე უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში