წერეთლის გამზირზე, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ორმოში მოქალაქე ჩავარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.
„ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციას შსს-ში აზუსტებს.