კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირზე არსებული თხრილი, სადაც ერთი ადამიანი ჩავარდა, შემოღობილი იყო, თუმცა ჯებირები ახლა გადანგრეულია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირზე არსებული თხრილი, სადაც ერთი ადამიანი ჩავარდა, სამუშაოების მიმდინარეობის დროს შემოღობილი იყო, თუმცა ჯებირები ახლა გადანგრეულია.

როგორც კალაძე აღნიშნავს, არ აქვს ინფორმაცია, პირი რა მდგომარეობაში იყო, როდესაც თხრილში ჩავარდა, თუმცა აცხადებს, რომ ასეთი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს, უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა.

„რა თქმა უნდა, ყველა უსაფრთხოების ზომა არის იმისთვის, რომ გადაადგილების თვალსაზრისით ადამიანებს არ ჰქონდეთ პრობლემა. ვიცი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ალბათ, იმაზეც გექნებათ ინფორმაცია, რომ აღნიშნული სამუშაოების დროს შესაბამისი სივრცე შემოღობილი იყო. ალბათ, იმაზეც გექნებათ ინფორმაცია, რომ ის ჯებირები, რომელიც იყო განლაგებული, გადანგრეულია. მე არ ვიცი, ეს ადამიანი რა მდგომარეობაში იყო - ნასვამი იყო, არ იყო ნასვამი, გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ასეთი პროექტების განხორციელების დროს, ადგილზე უსაფრთხოების ზომებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა,“ - განაცხადა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს