გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე პოლონეთში გამართულ კონფერენციაზე - Defence24 სიტყვით გამოვიდა

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, საქართველოს გენ-შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე 24-25 მაისს, ვარშავაში გამართულ კონფერენციაზე - Defence24 სიტყვით გამოვიდა. ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვახტანგ კაპანაძემ სადისკუსიო პანელის „შავი ზღვის ბრძოლა - რეგიონის სტაბილიზაციის გასაღები“ ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საკუთარი ღრმა გამოცდილების საფუძველზე, კონფერენციის მონაწილეებს მოსაზრებები გაუზიარა და გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საქმეში შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

„Defence24 Day კონფერენცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მასშტაბური ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. იგი წარმოადგენს მძლავრ სადისკუსიო პლატფორმას თავდაცვის სექტორის, ასევე, სამოქალაქო, საწარმოო და ადმინისტრაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მრეწველობის სფეროების წარმომადგენლებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. მიმდინარე წელს Defence24Day კონფერენცია უკრაინის ომთან დაკავშირებულ თემატიკას მიეძღვნა.

რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიების გამართვა, ექსპერტებისა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა, მსჯელობაში უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობა მიმდინარე და სამომავლო აქტუალური საკითხების გარშემო ნაყოფიერ და შედეგზე ორიენტირებული განხილვების ჩატარებას უზრუნველყოფს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში
კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს - გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!
GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე – კომპანიამ საქართველო CPHI 2024-ზე წარმატებით წარადგინა