ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ბავშვთა ენდოკრინოლოგიურ ცენტრს ეწვია

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბავშვთა ენდოკრინოლოგიურ ცენტრს ეწვია.

ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკრებულოს წარმომადგენლებმა ცენტრის ხელმძღვანელთან, ენდოკრინოლოგ პროფესორ მარინა გორდელაძესთან ერთად, ცენტრში არსებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო დაათვალიერეს, სადაც დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვები უმაღლესი ხარისხის მომსახურებას იღებენ.

ენდოკრინოლოგიურ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ყველას მიულოცა და განაცხადა, რომ ცხოვრების მთავარი აზრი შვილებზე, მომავალ თაობაზე ზრუნვაა, ყველა ბავშვს მსოფლიოში ბედნიერი და ღიმილიანი სახე უნდა ჰქონდეს და ამის მიღწევა შესაძლებელია.

„დღეს მსოფლიო აღნიშნავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმის აუცილებლობას, რომ ჩვენს შვილებს, ყველა ბავშვს მსოფლიოში მუდამ უნდა ჰქონდეს ბედნიერი და ღიმილიანი სახე. ჰქონდეს უფლება განათლების, თავისუფლების, მშვიდ გარემოში ცხოვრების, არ იცოდეს რა არის შიში და ძალადობა. მწამს, რომ ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, თუ მომავალი თაობის სიყვარული და პატარებზე ზრუნვა გაგვაერთიანებს. ახალ ცენტრში, რომლის ინფრასტრუქტურაც თანამედროვე სტანდარტებსაა მორგებული, დიაბეტის მქონე ბავშვები უმაღლესი ხარისხის მომსახურებას იღებენ. მადლობა სამედიცინო გუნდს იმისათვის, რომ ბავშვებს ჯანმრთელობისა და განვითარების შესაბამის პირობებს, მზრუნველ გარემოს უქმნიან“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კლინიკაში სტუმრობისას საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, აღნიშნა, რომ მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა.

„გილოცავთ 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! თითოეული ბავშვი ჩვენი ქვეყნის მომავალია. ბავშვის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში მნიშვნელოვანია მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდება, რაც ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. ყველა პატარას ვუსურვებ ჯანმრთელობას, ოცნებების ასრულებას“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

დღესვე, ცენტრში სამედიცინო გუნდის წევრებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ბავშვებისთვის სრულფასოვანი სერვისის მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში დიაბეტის მოვლის პრინციპების დამკვიდრებასა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან არსებულ მხარდაჭერაზე გაკეთდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბავშვთა შაქრიანი დიაბეტის მართვის პროცესში დიდ როლს დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა ასრულებს, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. დიაბეტის მართვის პროგრამის კომპონენტთა შორისაა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება, სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ცენტრის მიერ გამოცემულ წიგნს „შაქრიანი დიაბეტი ბავშვებსა და მოზარდებში“, რომელიც ბავშვებში ამ დაავადების მართვის სახელმძღვანელოა. როგორც სამედიცინო გუნდის წევრებმა აღნიშნეს, შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და გამოჯანმრთელებისთვის ცენტრში არსებული თერაპიული განყოფილების მუშაობის პრინციპი სიახლეებზეა ორიენტირებული და ამ მიმართულებით მიმდინარეობს. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე ესწრებოდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი