შრომის უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

შრომის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა.
დღეიდან ამოქმედდა ტექნიკური რეგლამენტი, რომლის თანახმად:
ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი მოქმედებები შესაძლოა შეიცავდეს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობის, განსაკუთრებით - ზურგის დაზიანების რისკს, თუ მასზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები:
გადამეტებულად ხშირი ან ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, რომლის დროსაც განსაკუთრებული დატვირთვა მოდის ხერხემალზე
არასაკმარისი დრო ფიზიკური დასვენების ან ენერგიის აღდგენისთვის
გადამეტებული ინტენსივობით ტვირთის აწევა, დაშვება ან შორ მანძილზე გადატანა;
სამუშაოს შესრულების ტემპი, რომლის შეცვლაც დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის მიერ შეუძლებელია რეგლამენტი სრულად ხელმისაწვდომია მითითებულ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5795140?publication=0&fbclid=IwAR3oVoj2IWdXxNbsDEH0QFsA3OIBxRDmx7Rn62VfC64EKTnF2dWuSslXEfc

























