ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი დააკავეს

პარლამენტის შენობასთან მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ბექა გრიგორიადისს სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს და მისი დაკავება დაუმორჩილებლობის გამო მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ბექა გრიგორიადისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღეა ბექა გრიგორიადისი და მხარდამჭერები ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა