გეგმური სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ივნისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ივნისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დაბა თიანეთში: 9 აპრილის, რუსთაველის, ნამორაძის და მიმდებარე ქუჩებზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჟებოტა, ტუშურები, ზარიძეები, ახალსოფელი, იარაჯულები, ქვემო არტანი, ჯიჯეთი და მიმდებარე სოფლებში.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის რაიონის სოფლებში: მაღაროსკარი, ბარისახო, თვალივი, ზემო ხორხი და მიმდებარე სოფლებში.

მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი