საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი გამავლობის, ევროსტანდარტების შესაბამისი, ავტომობილები, თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად არის განკუთვნილი.

„სასწრაფო დახმარების 23 ახალი ავტომობილი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში გადანაწილდება. განახლებული ავტოპარკი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მოადგილე ილია ღუდუშაურთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ალექსანდრე კუტიბაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებისა და გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, ავტოპარკის განახლება მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალ ოფისი გაიხსნება, თანამშრომელთა სამუშაო და სოციალური პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - რაც არ უნდა მოხდეს ამ ეტაპზე აფხაზეთში და ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის „სათავეში“, ძალადობრივი თუ სხვა გზით, რუსეთის „დამოკლეს მახვილი“ არსად გაქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2024
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს