ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მ/წ 5 ივნისს ვლადიკავკაზ-თბილისის D-700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 64,0 კილომეტრზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 5 ივნისის 09:00-დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ სიონის, სნოს, სტეფანწმინდისა და ცდოს გაზგამანაწილებელი სადგურებისა და შპს „სასტუმრო ყაზბეგის“ მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება დაბა ყაზბეგსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: არშა, აჩხოტი, ახალციხე, გარბანი, გველეთი, კარკუჩა, სიონი, სნო, ცდო, ქოსელი და ჯუთა. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი