ირაკლი ნადარეიშვილი - ქართული ეკოსისტემა არის მზარდი, კონკურენტუნარიანი და ღირსეულ ადგილს იკავებს გლობალურ სტარტაპ-ინოვაციურ ეკოსისტემაში

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი გრანტების წლევანდელი დაჯილდოება ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ვინაიდან მაღალი კლასის საერთაშორისო ინვესტორებითა და ბიზნესის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საინვესტიციო საბჭოს რამდენიმე წევრმა თავად გადაწყვიტა ინვესტირება ქართულ სტარტაპებში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა გამოსავლენი ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ინოვაციური სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

„უკვე რამდენიმე წელია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ქართული სტარტაპების მხარდასაჭერ მრავალმხრივ პროგრამას ახორციელებს და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი საინტერესო სტარტაპი ჩნდება საქართველოში. თანადაფინანსების, რიგით მეათე საგრანტო პროგრამის შედეგად, გამოვლინდა 20 ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული სტარტაპი. ის ფაქტი, რომ საინვესტიციო საბჭოს წევრებმა, თავად გადაწყვიტეს ქართულ სტარტაპებში ინვესტირება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ეკოსისტემა არის მზარდი, კონკურენტუნარიანი და ღირსეულ ადგილს იკავებს გლობალურ სტარტაპ, ინოვაციურ ეკოსისტემაში“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, GITA-ს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების წლევანდელი პროგრამის შედეგად 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ.

„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2023 წლის 8 თებერვალს მეათედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ცხრა რაუნდის ფარგლებში ჯამურად 175 სტარტაპი დაფინანსდა. შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში